ზუგდიდში ე.წ “სამაიას ბაღში” მამა ილიას (კარტოზია) სახელობის ჯვარი აღიმართა

0

11128839_458064041036524_8119386235184585493_oზუგდიდში ე.წ “სამაიას ბაღში” მამა ილიას (კარტოზია) სახელობის ჯვარი აღიმართა. ჯვარი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა. ჯვრის კურთხევას მამა ილიას ოჯახის წევრები, მეგობრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მამა ილიას სახელობის ჯვარის აღმართვა მისმა მეგობრებმა და თანაქალაქელებმა ითავეს. აღნიშნული მონუმენტისთვის საჭირო თანხებიც თავად გაიღეს.