ზუგდიდში თანამედროვე ტიპის ახალი საფეხბურთო სტადიონი აშენდება

0

stadioniზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისთვის სამუშაოები უკვე დაიწყო. ზუგდიდის ერთ-ერთი უბნის, “ენგურ-ქაღალდ კომბინატის” ტერიტორიაზე ნიადაგის სინჯები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ აიღეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ექსპერტიზის დამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში, ტერიტორიაზე თანამედროვე ტიპის საფეხბურო სტადიონი აშენდება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მშენებლობაში, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ინვესტიციებიც ჩაიდება.

”ჩვენ გვეცოდინება დეტალურად, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და რა მიმართულებით ამ ტერიტორიაზე. პირველ რიგში ჩვენ შევიმუშავებთ ახალი სტადიონის პროექტს. ახალი სტადიონის მშენებლობისთვის მიმდინარეობს ფინანსური რესურსების მოძიება, როგორც კერძო ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთან”-აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა.

სხვა ახალი ამბები: