ზუგდიდში თაღლითები სამინისტროების სახელით მოქმედებენ

0

Taglitebiiiiაფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლობის თანამშრომელი ნონა უბილავა გამომძალველების მიმართ ქმედებებს იწყებს. “ეს ადამიანი დღეს გამომეცხადა და განსახლების სამინისტროს მუქარა გადმომცა. დარწმუნებული ვარ ეს არის მორიგი შანტაჟი და პროვოკაცია”-წერს უბილავა სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე და იქვე დასძენს:

“ზუგდიდში არ მთავრდება სახელმწიფო ინსტიტუტების, სახელმწიფო მოხელეების მიმართ განხორციელებული შანტაჟი და პროვოკაციების მოწყობის მცდელობები. არაფერს ვამბობ რიგითი დევნილების მიმართ განხორციელებულ გამოძალვების ფაქტებზე. ამ რამოდენიმე დღის წინ ერთ ერთმა მათგანმა სცადა იგივე გზით ჩემთვის გამოეძალა გარკვეული თანხა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა აქცია. მე , ვპირდები ამ ადამიანს , რომ ის პასუხს აგებს არა მხოლოდ ამ ფაქტზე , არამედ ყველა იმ დანაშაულზე , რომელიც მას აქვს განხორციელებული რიგითი დევნილებნის და ნებისმიერი ადამიანის მიმართ. მე ვპირდები მას და ყველა დაზარალებულს, რომ გამომძალველი და თაღლითი დაისჯება კანონის სრული დაცვით. ამ ფაქტის შესახებ სიტუაციაში გარკვევის მიზნით თხოვნის წერილი გავუგზავნე შინაგან საქმეთა მინისტრს. დარწმუნებული ვარ დაცული იქნება ჩემი და ყველა დაზარალებულის ფუნდამენტური უფლება”,-აცხადებს ნონა უბილავა.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლობის თანამშრომელმა smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას დააკონკრეტა აღნიშნული პიროვნების ვინაობა, რომელმაც მან საცხოვრებელი ბინის გადაცემის სანაცვლოდ 500 ამერიკული დოლარი მოსთხოვა, თუმცა საინფორმაციო სააგენტო საქმის გამოძიებამდე თავს იკავებს უბილავას მიერ დასახელებული კონკტრეტული პირის ვინაობის დასახელებისგან.

სხვა ახალი ამბები: