ზუგდიდში თვითმმართველი რგოლების პიარ სამსახურს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები უხელმძღვანელებენ

0

piari zugdidshiქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ რგოლებში პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები უკვე დაკომპლექტდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნულ სამსახურს ისევ მაია ღურწკაია უხელმძღვანელებს. მაია ღურწკაია პროფესიით ფილოლოგია და აქვს ჟურნალისტური გამოცდილება. საჯარო სამსახურში მოსვლამდე მაია ღურწკაია ტელეკომპანია “ოდიშისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ის საინფორმაციო სააგენტო” INFO-9″ -ის სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება ქალაქ ზუგდიდის მერიას, აქ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ჟურნალისტი მაია ღუბელაძე უხელმძღვანელებს. ის პროფესიით ჟურნალისტია. სხვადასხვა დროს მაიაღუბელაძე მუშაობდა ტელეკომპანია “ოდიშში”, შემდეგ კი ტელეკომპანია “იმედში” ჟურნალისტად. ბოლო პერიოდში ის რადიო “ათინათის” მთავარ რედაქტორად მუშაობდა, დაკავებული იყო ასევე დოკუმენტალისტიკით.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს სოფელ რუხში “ქართული ოცნების” ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი მაგდალინა თოდუა უხელმძღვანელებს. მაგდალინა თოდუა პროფესიით ისტორიკოსია. ის რუხის საჯარო სკოლაში ამ დრომდე პედაგოგად მუშაობდა. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ის სამოქალაქო განათლების ცენტრში ერთ-ერთი წარმატებული ტრენერი იყო.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ჟურნალისტი ირაკლი (გუგა) ლაგვილავა უხელმძღვანელებს. გუგა ლაგვილავა პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიის სპეციალისტია. ლაგვილავას აქვ ჟურნალისტური გამოცდილება. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა ტელეკომპანია “ოდიშში”, ტელეკომპანია “იმედში”. ბოლო პერიოდში გუგა ლაგვილავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი იყო სამეგრელოს რეგიონში.

სხვა ახალი ამბები: