ზუგდიდში თხილის ქარხანა “არგონატსი” იწვის

0

xandzari argonatsshiამ წუთებში ზუგდიდში თხილის ქარხნის “არგონატსის” ტერიტორიაზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და პოლიციის თანამშრომლები. ზუგდიდისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების სახანძრო მანქანები “არგონატსში” გაჩენილ ხანძარს აქრობენ.

თხილის ქარხანას ცეცხლი დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაუჩნდა, თუმცა ხანძრის გაჩენის კერა ჯერჯერობით უცნობია. მაშველებმა დროულად მიიღეს შესაბამისი ზომები და მოხდა ხანძრის ლოკალიზება, თუმცა თხილის ქარხნის შენობის ნაწილი მაინც დაიწვა. გადარჩა ის ინვენტარი, რომლითაც თხილის ქარხანა რამდენიმე წლის წინ პროდუქციას აწარმოებდა. თხილის ქარხანა ზუგდიდში აღჭურვილი იყო იტალიური კომპანია ,,ბრილინდის” უახლესი ტექნოლოგიებით და ხარისხის კონტროლის თანამედროვე ლაბორატორიით.

შეგახსენებთ, რომ თხილის ქარხანა “არგონათსი” ზუგდიდში 2006 წელს გაიხსნა. ქარხანამ დაახლოებით 1 წელი იმუშავა. შემდეგ კი ის დაიხურა და ქარხანაში დასაქმებული თანამშრომლებიც გაათავისუფლეს. თხილის ქარხანა ამ პერიოდისთვის პროდუქციას არ აწარმოებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანა ბიზნესმენ რომან ფიფიას ეკუთვნის. 

სხვა ახალი ამბები: