ზუგდიდში იაკობ გოგებაშვილის ძეგლისთვის ექსკიზები კონკურსის წესით შეირჩევა

0

10258031_917567354931466_1877139671199551805_oზუგდიდის ცენტრალურ უბანში მალე ქალაქის მერიის ინიციატივით იაკობ გოგებაშვილის ახალი ძეგლი დაიდგმება. მერიის საკონკურსო კომისია წარმოდგენილ ორ წინადადებას შორის გამარჯვებულს 2 აპრილს გამოავლენს.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიმდინარე წლის 20 მარტს გამოცხადებული საკონკურსო წინადადების მიღება, რომელიც ითვალისწინებდა იაკობ გოგებაშილის ბიუსტის მოდელის (არქიტექტურულ-მხატვრული საპროექტო დოკუმენტაციის) შემუშავებას, დღეს, 13:00 სთ-ზე დასრულდა.

სულ შემოსულია ორი საკონსკურსო წინადადება. ქალაქ ზუგდიდის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ჩაიბარა ესკიზური პროექტები.