ზუგდიდში კოლხური ბზის შეწამლვა გრძელდება

0

11886117_993652227322978_3669112982443355293_oქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი გია გულორდავა, ქალაქის ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები კოლხური ბზის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. საგანგებოდ მოწვეულ ექსპერტთან, ზურაბ ძიგუასთან, ერთად დეტალურად დაათვალიერეს ბზის დაავადების ახალი კერები და შეაფასეს უკვე შეწამლული ტერიტორია.

11895206_993652303989637_1989584914641904616_o11896312_993652377322963_535217563109518118_o11905440_993652353989632_4693659438854587839_oამ ეტაპზე შეწამლულ პერიმეტრზე (ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია) მავნებელი ლიკვიდირებულია, თუმცა აუცილებელია მექანიკური ღონისძიებების დაუყოვნებლივ გატარება. შეხვედრაზე ექსპერტის ჩართულობით შეწამლვის ახალი პერიმეტრი განისაზღვრა და შემდეგი მოქმედებების გეგმა შემუშავდა.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას დაავადებული ბზის შესაწამლი ბიოლოგიური საშუალება აფხაზეთში მოქმედმა ორგანიზაციამ უსასყიდლოდ გადასცა. ქალაქ ზუგდიდის მერია ზუგდიდელების სახელით დიდ მალდობას უხდის აფხაზურ მხარეს და გაეროს განვითარების პროგრამას მხარდაჭერისა და დახმარებისათვის.