ზუგდიდში “კუდ”-ის ყოფილი უფროსი და პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს

0

dakaveba12წუხელ ზუგდიდის რაიონში დააკავეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ადგილობრივი განყოფილების უფროსი რუსლან შამახია. მასთან ერთად დაკავებულები არიან ზუგდიდის რაიონული პოლიციის ყოფილი უფროსი ლევან ქირია და განყოფილების უფროსი ირაკლი ახალაია. დაკავებულია ერთ-ერთი პოლიციელი მარლენ ხვიტიაც, რომელიც  სასწრაფოდ გადაიყვანეს თბილისში.

პოლიციის მაღალჩინოსანთა დაკავება სავარაუდოდ შსს-ს მიერ სამეგრელოში აღმოჩენილ იარაღის სამალავებს ეხება.
წინასწარი ინფორმაციით, შსს დღესვე დაკავებულთაგან ერთ-ერთის აღიარებით ჩვენებასაც გაავრცელებს.

სხვა ახალი ამბები: