ზუგდიდში მარცხენა სანაპიროს რეაბილიტაციის პროექტს 900 000 ლარი მოხმარდება

0

10644376_899736333381235_8764440836349903335_oქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი გოგოხიამ ვიცე-მერთან, გია გულორდავასთან და ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მდინარე ჩხოუშის სანაპირო ზოლი დაათვალიერა.

მარცხენა სანაპიროს (დადვანის ქუჩიდან კოსტავას ქუჩამდე) საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა დასრულდა.
პროექტის ფარგლებში აღნიშნულ მონაკვეთზე იგეგმება ტერიტორიის მოასფალტება, ჯებირების გამაგრება (45 გრძივი მეტრი) და განათების სისტემის მონტაჟი.
საერთო ჯამში მარცხენა სანაპიროს რეაბილიტაციის პროექტს 900 000 ლარი მოხმარდება.

სხვა ახალი ამბები: