ზუგდიდში მატარებელი ავტომობილს შეეჯახა

0

Police-Lineგვიან ღამით, ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სოფელ ინგირის გადასასვლელთან “პიკაპის” მარკის ტიპის ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევა უმსხვერპლოდ დასრულდა, ინციდენტის შედეგად არ არიან დაშავებულები.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ავტომობილის მძღოლის დაუდევრობამ გამოიწვია, ადგილობივი მოსახლეობა გადასასვლელებზე ე.წ. შლაგბაუმის დამონტაჟებას ითხოვს, თუმცა როგორც “ზუგდიდის რკინიგზაში” აცხადებენ, აღნიშნულ მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა ინტენსიური არ არის და და შესაბამისად შლაგბაუმის დამონტაჟების საჭიროება არ არსებობს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

სხვა ახალი ამბები: