ზუგდიდში მენინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა

0

saavadmyofo zugdidiiზუგდიდში მენინგიტის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. აფხაზეთის ნომერ პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე, 16 წლის ანა ელიავა მენინგიტის დიაგნოზით ჯერ ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო “რესპუბლიკის” რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, ხოლო შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ანა ელიავას დედას, ია ხობელიას ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა შვილის მენინგიტით დაავადება.

“ანა გადმოვიყვანეთ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. ის ახლა მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ექიმები ყველაფერს აკეთებენ ანას გამოსაჯამრთელებლად. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ექიმს სულხან ორჟონიას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანას უკეთ ეგრძნო თავი.”-აცხადებს ია ხობელია.

 

სხვა ახალი ამბები: