ზუგდიდში მიუსაფარი ცხოველების უფლებათა დაცვის დღე აღნიშნეს

0

1377101_638812292884983_4857416811156570764_nმოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა დღეს ზუგდიდში მიუსაფარი ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტები დაგმო. მიუხედავად უამინდობისა ქუჩაში ათეულობით ადამიანი გამოვიდა და მიუსაფარი ცხოველების უფლებათა დაცვის დღე ქუჩაში აღნიშნა. მათი განცხადებით ხშირია მიუსაფარი ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, რომელიც უნდა შეწყდეს.

“ყველას ვისაც აწუხებს აღნიშნული პრობლემა, დღეს აქციას შემოუერთდნენ მიუხედავად წვიმიანი ამინდისა. ჩვენ ერთად მოვითხოვეთ მიუსაფარი ცხოველებისადმი დამოკიდებულებების შეცვლა. არის ძალიან ბევრი ფაქტები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, რომელიც აღმაშფოთებელია. ცხოველებს არ უნდა მოვექცეთ სასტიკად და ეს უნდა შეიგნოს საზოგადოების დიდმა ნაწილმა და რათქმაუნდა ხელისუფლებამაც”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მიუსაფარი ცხოველების უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილი აქცია ზუგდიდში 12.00 საათზე ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე გაიმართა.

 

სხვა ახალი ამბები: