ზუგდიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა (VIDEO)

0

009დღეს ზუგდიდში, საჯვაროს დასახლებაში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთი მათგანი ქვეითად მოსიარულე 24 წლის მამაკაცი იყო, მეორე კი “მიცუბიშის” ავტომანქანის მძღოლი.

ერთმანეთს “მიცუბიშის” მარკის ჯიპი და “მერსედესის” მარკის მიკროავტობუსი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით, რაც საგზაო წესების დარღვევას გულისხმობს.

ვიდეო

სხვა ახალი ამბები: