ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს ზუგდიდელები აფასებენ

0

zugdidiარასამთავრობო ორგანიზაცია ”სამეგრელოს ხმის” ლიდერის თენგიზ ჯგუშიას დაკავებას ზუგდიდელები ეხმაურებიან სოციალურ ქსელ facebook-ში. ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის დაკავებასა და გუშინ სოფელ რიყეში მომხდარ ინციდენტს ზუგდიდელთა უმრავლესობა უარყოფითად აფასებს. საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ რამდენიმე გამოხმაურებას.

მაია კალანდია (ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის მმართველი)

”წავიკითხე ახლა, რომ თენგიზ ჯგუშია დაუკავებიათ… ადამიანზე, რომელსაც პრეტენზია აქვს სახელმწიფოს მოწყობაზე და იარაღს ისვრის, ორი რამ შეიძლება თქვა კაცმა – ან დატვირთული ფსიქიკა აქვს, რასაც ვერ გამოვრიცხვავ, ან დიდი სურვილი აქვს ისეთი სახელმწიფო ურთიერთობები ჩამოყალიბდეს, სადაც ადამიანებს შორის საურთიერთობო ენა იქნება იარაღი. ჩევნ ეს უკვე გამოვაირეთ. არ მიყვარს წარსულის შეხსენება, მაგრამ თენგიზ ჯგუშია იმ პერიოდის ,,პოლიტიკოსია”, სადაც ეს ხდებოდა და ,,შავები” მართავდნენ ქვეყანას. სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი გარდა იმისა, რომ ამ ადამიანს არაფერი ესაქმება ჩემს გევრდზე. არც სალმისთვის და თუნდაც ვირტ. ურთიერთობისთვის არ მემეტება ჩემი პირადი დრო და სივრცე. და სხვათა შორის ნორვეგიის ტრაგედიის ავტორიც არ აღაირებს დანაშაულს, კმაყოფილია თავისი ქმედებით და ისიც პოლიტიკოსად, ულტრამემარჯვენედ თვლის თავის თავს”-წერს მაია კალანდია.

ანი წითლიძე (ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ლიდერი)

”ჯგუშიას იმდენი ცოდვა აქვს მაჟორიტარობის დროს ჩადენილი ზუგდიდში მისი პოლიტიკური რაბილიტაციის არასოდეს მჯეროდა მაგრამ ვისაც გჯეროდათ მეგრელებმა რომ იციან :მიდინუა ჟირკაპეკიან დუდი” ( დაიღუპა ორ კაპიკიანი თავი):)

დაღუპული გმირის 18 წლის ბიჭის საფლავზე რომ ნასვამი მიხვალ იარაღს ესვრი პოლიტიკურ ოპონენტს გლოვის დღეს. მერე ნიჩბით ნაცემი კაცი (ადგილობრივმა მოსახლეობამ სცემა სროლის შემდეგ), როცა დაზარალებული დაკითხვაზეა. შენ კი ფეისბუქზე ზიხარ და კომენტარებს წერ. ან მაგარი ნერვოზი უნდა გქონდეთ ბატონო თენგიზ ან ან თქვენს ისტერიულ არაადეკვატურობას დავაბარებთ”-წერს საკუთარ გვერდზე წითლიძე.

ლევან კალანდია (ზუგდიდელი)

”გავგიჟდით, შეურაცხადი გავხდით უკვე. ქართულ ოპონირებაში უკვე ცეცხასროლი იარაღი გამოჩნდა, მოწინააღმდეგე მხარეს სიცოცხლის ხელყოფით ვემუქრებით. არ ვიცი რა როგორ მოხდა, მაგრამ მერაბ ქვარაიას ხელს რომ გაარტყამს, ის ნორმალური აღარაა”-წერს სოციალურ ქსელში ლევან კალანდია.

სხვა ახალი ამბები: