ზუგდიდში “მოცეკვავე შადრევანს” დიზაინი შეეცვლება

0

zugdidi-shadrevani-636x395ზუგდიდის ცენტრალურ ხეივანში არსებული ხუთჯვრიანი დროშის ფორმის შადრევნს დიზაინს შეუცვლიან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შადრევნის დიზაინის შესაცვლელად 20 ათასი ლარი გამოყო. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ დღეს გამართულ  სხდომაზე მიიღო.  როგორი იქნება შადრევნის ახალი დიზაინი, ჯერ უცნობია.

საკრებულოს სხდომაზე ითქვა, რომ  შადრევანი, სავარაუდოდ,  ისეთ ფორმას მიიღებს, რომ მასზე  ფეხით გავლა შეუძლებელი იქნება.

შადრევნის დიზაინის შესაცვლეად 20 ათასი ლარის გამოყოფას მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. ანა წითლიძის თქმით, ქალაქში უამრავი პრობლემაა და იმას, თუ სად დადგამენ და რა ფორმის იქნება შადრევანი –  დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

შადრევნის იერსახის შეცვლას ასევე, არ ეთანხმება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრი ბათლომე შელია. მისი თქმით, შადრევნის დანიშნულება სწორედ ის იყო, რომ იქ ზაფხულში ბავშვებს ეთამაშათ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახელმწიფო სიმბოლიკაზე და  ჯვარზე ფეხით სიარული მიუღებელია. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის კახა ფარცვანიას განმარტებით, ადილობრივ თვითმმართველ ორგანოებში, შადრევნის ფორმის შეცვლის მოთხოვნით  მოქალაქეებისგან და ასევე სასულიერო პირებისგან ასობით წერილია შესული.

სხვა ახალი ამბები: