ზუგდიდში მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრი აშენდება

0

906492_296972193769308_1574883939_oსაქართველოს ჯანდაცვის მინისტრის სტუმრობა ზუგდიდში
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დღეს ზუგდიდის სამედიცინო პერსონალს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს შეხვდა. მინისტრმა დამსწრეებს მთავრობის ინიციატივა _ახალი სახელმწიფო კლინიკის ზუგდიდში განთავსება გააცნო.

დავით სერგეენკოს განცხადებით ეს იქნება მრავალფუნქციური ახალი სამედიცინო ცენტრი რომელიც, მოემსახურება როგორც, ადგილობრივ ასევე აფხაზეთში მცხოვრებ მოძმე აფხაზებსაც. ახალი კლინიკა 120-150 საწოლზე იქნება გათვლილი და იქნება იმ სიმძლავრის როგორი საჭიროებაც გამოიკვეთება. კლინიკაში იფუნქციონირებს სპეციალური მიმართულებები როგორიცაა ბავშვთა რეანიმაცია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ედიშერ თოლორაიას განცხადებით უკვე შერჩეულია რამდენიმე ადგილი ახალი კლინიკის ასაშენებლად.მისივე განმარტებით ეს ზუსტად ის კლინიკაა რომელსაც, კოალიცია „ქართული ოცნება“ წინა საარჩევნო პროგრამაში აჟღერებდა.

“ზუსტად ის საავადმყოფოა რომელსაც “ქართული ოცნება” წინასაარჩვნოდ აჟღერებდა და ეს მუნიციპალური კლინიკა კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტი იყო, თუმცა მოქალაქეების ნაწილს და ჩვენს ოპონენტებს ეს ოცნებად მიაჩნდათ.დადგა დრო და დაიწყო იმ ოცნებების განხორციელებისა რომელიც წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები იყო.იის ელემენტარული ნიუანსი,რომ ყველა ქართველს ქონდეს იმის საშუალება მიიღოს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურეობა სახელმწიფოს ხარჯზე, სახელმწიფო იყოს პასუხისმგებელი თითოეული მოქალაქის ჟანმრთელობაზე, მის სიცოცხლეზე, მის უსაფრთხო გარემოზე ეს ბოლო 10-15 წელი ოცნება იყო. ახალი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი ადამიანი, მისი ჯანმრთელობა,განათლება და განვითარებაა,”-განავხადა ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ.

 

სხვა ახალი ამბები: