ზუგდიდში მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტზე ისაუბრეს

0

edo-gogaსოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ თებერვლის თვიდან “მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი” დაიწყო. პროექტის ფარგლებში ამავე სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია “საგაზაფხულო სამუშაოების პროექტის” მენეჯერი დავით კიკნაძე შპს მექანიზატორის დირექტორი ზვიად ჩხაიძე დღეს სამეგრელოს გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდნენ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო. წელს სამწლიანი პროგრამის ბოლო ეტაპია. სამთავრობო პროგრამა სოფლად მაცხოვრებლების ფერმერულ მეურნეობად ჩამოყალიბების მიზნით მათ ხელშეწყობას ითვალისწინებდა. გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ფერმერები დახმარებას შეცვილი სახით მიიღებენ.

სხვა ახალი ამბები: