ზუგდიდში მწერალ გურამ დოჩანაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა (ვიდეო)

0

dochanashviliქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი საკუთარ დაბადების დღეს  ზუგდიდში აღნიშნავს.  მწერალი მეუღლე ნათელა სეფიაშვილთან ერთად,ზუგდიდში ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზიას სტუმრობდა.მოსწავლეებმა მწერალს  სადღესასწაულო მიღება მოუწყვეს.

საგანმანათლებლო დაწესებულების ფასადს ახალი წიგნი გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ შეემატა.  გიმნაზიის დირექტორმა ჯამბული ნაჭყებიამ მწერალს მოზარდი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო, მოოქროვილი სამკერდე ნიშანი და დიპლომი გადასცა.

გურამ დოჩანაშვილმა დღესვე შეხვედრა გამართა ზუგდიდის არტ-გალერეაში, 17:00 საათზე კულტურის ცენტრ „ოდიშის“ საკონცერტო დარბაზში კი მწერლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს თბილისში.

გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა.

გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

სხვა ახალი ამბები: