“ზუგდიდში” მწვრთნელის კონსულტანტად კობა წიტაიშვილი იმუშავებს?

0

kobaორ კვირაზე მეტია, “ზუგდიდი” პოლონეთის რუხში მთავარი მწვრთნელის გარეშე ემზადება. კლუბის დირექტორს, მალხაზ ჭეჟიას სურდა, ლიტველი სპეციალისტი ჩამოეყვანა.

შევიტყვეთ, რომ ბალტიისპირელმა სპეციალისტმა საქართველოში მუშაობისგან თავი შეიკავა. მიზეზად ის დაასახელა, რომ სეზონის დაწყებამდე სულ ორი კვირაა დარჩენილი და გუნდის მოსამზადებლად დრო არ მეყოფაო.

მთავარი მწვრთნელის ვინაობა კი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

სამაგიეროდ, ცნობილია, რომ “ზუგდიდს” მალე მთავარი მწვრთნელის ახალი კონსულტანტი ეყოლება – ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი კობა წიტაიშვილი.

ერთ დროს მას ქართული ფეხბურთის მომავალსაც ეძახდნენ. ნიჭიერ თავდამსხმელს უმაღლეს ლიგაში დებიუტი 15 წლის ასაკში ჰქონდა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ლიდერიც იყო.

უთამაშია “ოდიშში”, “დინამოში”, ისრაელისა და რუსეთის კლუბებში, მაგრამ საუკეთესო წლები თემურ ქეცბაიას “ანორთოსისში” გაატარა. კარიერა კი 2010 წელს დაასრულა. მას შემდეგ ისწავლა და სამწვრთნელო ლიცენზიაც მიიღო.

ინფორმაციის გადამოწმება ჭეჟიასთან ვცადეთ, მაგრამ მან პასუხს თავი აარიდა:

“გარკვეული ცვლილებები მართლაც იქნება, მაგრამ კარგად გამიგეთ, ეს სიახლეები ჯერ გუნდს უნდა გავაცნო და მერე გავასაჯაროებ. ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით”.

სხვა ახალი ამბები: