ზუგდიდში “ნაცმოძრაობასა” და თენგიზ გუნავას უპირისპირდებიან

0

guuunava“ქართული ოცნების“ 100-მდე აქტივისტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისში პაატა ქარდავას ახლობლებთან ერთად მივიდნენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ. ზუგდიდში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან გამოსული აქტივისტები და გამგებლობის კანდიდატი თენგიზ გუნავა, მათ ოფისთან მოსულ აქტივისტებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. სიტყვიერი დაპირისპირება ბოლოს ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მდგომარეობის განმუხტვა შეძლეს. დაპირისპირების შედეგად დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი და ისინი ამ წუთებისთვის ზუგდიდის საპატრულო პოლიციის შენობაში იმყოფებიან.

ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა ნაცმოძრაობამ. პარტია საქართველოს მთავრობას ზეწოლის კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს აღვირახსნილი ზეწოლის კამპანია პოლიტიკურ ოპონენტებზე და თანაბარ პოლიტიკურ კონკურენციაში ჩაებას. ამა თუ იმ რეგიონში არჩევნებში გარდაუვალი მარცხი — რაც მთავრობის შეუსრულებელი დაპირებებითა და ნაციონალური მოძრაობის წარმატებული განახლებითაა განპირობებული — არ უნდა გახდეს კონკურენტების ძალადობრივი გზით ჩამოცილების მიზეზი. მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს“, — აცხადებენ ნაცმოძრაობის წევრები.

სხვა ახალი ამბები: