ზუგდიდში ორად გაყოფილი ქუჩა ერთ მაგისტრალად გაერთიანდა

0

edo da gizoზუგდიდში, ვაჟა სიჭინავას სახელობის ქუჩა რომელიც ორად იყო გაყოფილი, მალე ერთ მაგისტრალად გაერთიანდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სიჭინავას ქუჩაზე 628 კვ. მ. მიწის ნაკვეთი სიჭინავას ქუჩას მიუერთა და ვაჟა სიჭინავას ქუჩა ერთ საგზაო მაგისტრალად გადაკეთდა.
გზის გაერთიანება ხელს შეუწყობს ამ ქუჩის მცხოვრებთა კომუნიკაციის გაადვილებას, ბუნებრივი აირის შეჩერებული პროექტის გაგრძელებას, სახანძრო და სასწრაფო ბრიგადების გადაადგილებას.
გზის მშენებლობის დაწყებას ესწრებოდნენ გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ედიშერ თოლორაია და გამგებლის მოადგილის მოვალეობის დროებით შემსრულებელი გურგენ სართანია.

სხვა ახალი ამბები: