ზუგდიდში პოლიტექნიკური კოლეჯის აღდგენას ითხოვენ (ვიდეო)

0

izooდღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კოლეჯის პედაგოგთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, შეხვედრა ჩატარდა. დისკუსიის ინიციატორებმა ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯის(შონიას ტექნიკუმი) აღდგენა დარეაბილიტაცია მოითხოვეს.

შეხვედრის მონაწილეებმა სამეგრელოს რეგიონში პროფესიული სასწავლებლის დაფუძნების აუცილებლობაზე, დასაქმების პრობლემის მოგვარებაზე და მოზარდი თაობის პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

პედაგოგთასა ინიციატივო ჯგუფის წევრები, კოლეჯის აღდგენის მოთხოვნით, პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართავენ.

“ვაპირებთ პრემიერ-მინისტრს მივმართოთ და დავუმტკიცოთ, რომ რეგიონში ტექნიკური მიმართულების კოლეჯის არსებობა აუცილებელია. ” – თქვა პოლიტექნიკური კოლეჯის ყოფილმა დირექტორმა იზოლდა ხასიამ.

დღევანდელ შეხვედრას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განათლების სისტემის, კოლეჯის კურს დამთავრებულები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.