ზუგდიდში პრეზიდენტის დაცვა დაბრუნდა, აქციის მონაწილეები კი ადგილზე რჩებიან

0

rezidenciaზუგდიდში პრეზიდენტის რეზიდენციასთან პრეზიდენტისა და სახელმწიფო დაცვის მანქანები ისევ დაბრუნდნენ. როგორც ადგილზე ირკვევა ისინი კვლავ პრეზიდენტის ჩემოსვლას ელოდებიან.

პარალელურად პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციასთან შეკრებილია ოცამდე ადამიანი, რომლებიც ასევე ელოდებიან პრეზიდენტის გამოჩენას ზუგდიდში და ამ ფაქტს ხმაურით გააპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ ისინი დილამდე დარჩებიან საპრეზიდენტო რეზიდენციასთან და მიხეილ სააკაშვილს არ მისცემენ მშვიდად გადაადგილების უფლებას.

რეზიდენციასთან მოპბილიზებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციისა და ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე წესრიგს იცავენ.

ამ დროისთვის ზუგდიდში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან სიმშვიდეა.

სხვა ახალი ამბები: