ზუგდიდში პრეზიდენტის რეზიდენციასთან გაშლილი კარავი რამდენიმე წუთის წინ აიღეს

1

397482_494081647304159_1032674820_nზუგდიდში, პრეზიდენტის რეზუდენციასთან გაშლილი კარავი რამდენიმე წუთის წინ აიღეს. კარვის აღების შემდეგ პორსისთვის კომენტარი “დაიცავი საქართველოს” ლიდერმა კახა მიქაიამ გააკეთა. მიქაიას განცხადებით მას გარკვეულწილად შეეცოდა პრეზიდენტი და გადაწყვიტა კარვის აღება, თუმცა მან ამავე დროს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა და მასთან დიალოგი მოითხოვა. მიქაიამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ამავე რეზიდენციაში დაელაპარაკოს პრეზიდენტი ხალხს და არა წინასწარ მომზადებულ და შერჩეულ ადამიანებს.

“შეგვხვდეს მიხეილ სააკაშვილი და დაგველაპარაკოს. ნუ დადის კურდღელივით ჩუმად. წინასწარ გვითხრას მისი ვიზიტის შესახებ და მოგვცეს იმის საშუალება, რომ მას დაველაპარაკოთ”-განაცხადა კახა მიქაიამ.

“დაიცავი საქართველოს ლიდერმა ქვეყნის პრემიერსა და ლთოლვილთა და განსახლების მინისტრს მიმართა, რომ მიხედონ ზუგდიდში და სამეგრელოში ჩასახლებულ დევნილებს, რომელთაც ცხოვრების ნორმალური პირობები არ გააჩნიათ.

 

სხვა ახალი ამბები: