ზუგდიდში პრეზიდენტის რეზიდენციასთან სააკაშვილის ვიზიტს ამ დრომდე აპროტესტებდნენ

0

rezidenciaზუგდიდში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ამ დრომდე რჩებიან არასამთავრობო ორგანიზაციების ”ქალები მშვიდობისათვის” და ”დაიცავი საქართველოს” ლიდერები, ლალი ანთია და კახა მიქაია. მათთან ერთად ზუგდიდში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს სხა აქტივისტებიც აპროტესტებენ.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წუხელ საკურორტო სოფელ ანაკლიაში ჩავიდა. ანაკლიაში მისი ვიზიტი ასევე გააპროტესტეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლება. მიხეილ სააკაშვილმა ანაკლია წუხელვე დატოვა და ზუგდიდის რეზიდენციაში გადმოინაცვლა. იგი მთელი ღამის განმავლობაში რეზიდენციაში იმყოფებოდა. არასამთავრობოებიც მთელი ღამის განმავლობაში რეზიდენციასთან ამ ფაქტს აპროტესტებდნენ.

”თუნდაც ათი დღე და ღამე დარჩეს აქ ეს ვადაგასული პრეზიდენტი, ჩვენ მაინც აქ ვიდგებით და გავაპროტესტებთ ამას. არ დაუშვებთ სააკშვილის პარპაშს სამეგრელოში, როგორც ეს ხდებოდა მისი 9 წლიანი რეჟიმის პერიოდში”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის საპრეზიდენტო რეზიდენცია რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

სხვა ახალი ამბები: