ზუგდიდში პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტებს აპროტესტებენ (VIDEO)

0

aqciaaaaaზუგდიდში დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა “ქალები მშვიდობისათვის”, “დაიცავი საქართველოს”  და “ქართული ოცნების” აქტივისტები ზუგდიდში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს აპროტესტებდნენ. მათ ჰქონდათ ინფორმაცია მიღებული იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ზუგდიდის ცენტრში, რესტორან “დიარონში” სადილობდა. სწორედ ამ მიზნით რესტორნის შესასვლელი გადაკეტეს და მიუხედავად სახელმწიფო დაცვის არაერთგზის თხოვნისა შესასვლელი მაინც დაბლოკეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით პირველმა ლედიმ რესტორანი “დიარონი” უკანა კარებიდან დატოვა. ამის შემდეგ აქტივისტები საკურორტო სოფელ ანაკლიისკენ დაიძრნენ, სადაც პრეზიდენტი და მისი მეუღლე ეგულებოდათ. ადგილზე მისულებს სასტუმრო “ოქროს საწმისისკენ” მიმავალი გზა პოლიციის კორდონით ჩაკეტილი დახვდათ. რამდენიმეწუთიანი პროტესტის შემდეგ აქციის მონაწილეები დაიშალნენ, თუმცა პრეზიდენტის ექსკორტიც პირველ ლედისთან ერთად კოპერფილდის მეთოდით გაქრა.

“ჩვენ პრეზიდენტის ვიზიტებს მივესალმებით ყველგან მთელ საქართველოში, მაგრამ მიშა სააკაშვილი არის საქართველოს მოსახლეობის გამაუპატიურებელი და მოძალადე პრეზიდენტი. სამეგრელოში მას ყოველთვის ასე დავხვდებით და არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ გააგრძელოს ჩვეული დემაგოგია. მიშა ვადაგასული პრეზიდენტია და ხალხის გამაუბედურებელი”-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის ლიდერი ლალი ანთია.

ვიდეო

 

სხვა ახალი ამბები: