ზუგდიდში “რომპეტროლის” ბენზინგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

0

10941296_863208847055810_1553053899_nრამდენიმე წუთის წინ ხანძარი გაუჩნდა ზუგდიდის ცენტრალურ უბანში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე “რომპეტროლის” ბენზინგასამართ სადგურს. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებმაც დროულად შეძლეს ხანძრის ლოკალიზება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. “რომპეტროლში” გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზიანებულია ბენზინგასამართი სადგურის შენობის ნაწილი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია.