ზუგდიდში საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი “Art-კოლხი” საზეიმოდ გაიხსნა

0

11401401_446809242163702_1105979588949625850_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტ „ოდიშის“ საკონცერტო დარბაზში II საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი “Art-კოლხი” საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალში მონაწილეობას ღებულობს როგორც ადგილობრივი ასევე ლიტვის, სომხეთის და რუსეთის წამომადგენლები.

საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულისს გუბრენიის წარმომადგენლები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე ლაშა გოგია, ქალაქ ზუგდიდის მუიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე მერაბ ქვარაია, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

11012833_446808498830443_9199057265607125367_n11403083_446808728830420_4674328956378972120_n11009894_446809372163689_2025356068639030153_nდამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საკრებულოს თავჯდომარეებმა მათ მადლობა გადაუხადეს ფესტივალში მონაწილეებს და ღონისძიების ორგანიზატორებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მაია ჩიტაიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მალხაზ ჟეჭიამ სტუმრებს მშობლიურ ენაზე მიმართეს.

შეგახსენებთ ფესტვალი არის საქველმოქმედო, შემოსული თანხა გადაირიცხება,13 ივნისს თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ ფონდში.

სხვა ახალი ამბები: