ზუგდიდში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

0

11183435_447622998748993_5913509383806240089_n (1)ზუგდიდში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რიგით მეორე საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი “Art-კოლხის” საზეიმო დახურვა გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც ადგილობრივი ასევე ლიტვის, სომხეთის და რუსეთის  წამომადგენლები.

11060282_447623602082266_278514022847747391_n11401121_447623752082251_438964381295892098_n11698583_447623652082261_6803152413514493671_n11665707_447624352082191_1186840651092988934_n11148212_447623362082290_5683520954599615216_nფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდნენ ლიტველები, ქალაქ იონავას ქორეოგრაფიული ანსამბლი “ლადუტა”. ფესტივალში მონაწილე ყველა ადგილობრივ შემსრულებელსა და მოწვეულს სტუმარებს სიგელები გადასცეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ, ქალაქ ზუგდიდის მერის მოადგილემ კობა ჯიქიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ჩიტაიამ.