ზუგდიდში „საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის“ წარმომადგენლები პედაგოგებს შეხვდნენ

0

10258779_1490922591125704_6158810425048822229_nზუგდიდში „საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა, კომბინატის კულტურის სახლში, პედაგოგებს საზოგადოებრივი დარბაზის მიზნები გააცნეს. შეხვედრას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების, დაახლოებით, 400-მდე პედაგოგი ესწრებოდა.
ამასთან, პედაგოგებს საზოგადოებრივი დარბაზის წარმომადგენელმა, კახაბერ ფარცვანიამ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ირაკლი გოგოხია წარუდგინა. თავის მხრივ, ირაკლი გოგოხიამ პედაგოგებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა მოკლედ გააცნო და „ქართული ოცნების“ კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

საზოგადოებრივი დარბაზის ერთ-ერთი წევრის კახაბერ ფარცვანიას თქმით, დღევანდელი შეხვედრა აპოლიტიკური იყო და მიზნად ისახავდა „საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის“ პრეზენტაციას.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტი“ მიმდინარე წლის 6 მაისს დაფუძნდა. საზოგადოებრივი დარბაზის წევრების განმარტებით, მათი მიზანია თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ამაღლება.

სხვა ახალი ამბები: