ზუგდიდში რეგიონის საინვესტიციო ვებ გვერდის პრეზენტაცია გაიმართება

0

saitiiსამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ზეგ, 21 მაისს საინვესტიციო სააგენტოს ვებ გვერდის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან სამეგრელოს რეგიონის რვა მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქ ფოთის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც მუდმივად ითანამშრომლებენ რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურთან და ახალ ინფორმაციებს ინვესტიციებზე სწორედ აღნიშნულ ვებ გვერდზე განათავსებენ. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან კომენტარი გააკეთა აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელმა დავით კოდუამ.

“სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ორგანიზებით შეიქმნა ვებ გვერდი,რომლის მისამართია www.investinsamegrelo.ge. აღნიშნული ვებ გვერდი პირველ ეტაპზე, 31 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლის მოემსახურება საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს “ანაკლია-2014″-ს, ხოლო ფორუმის დასრულების შემდეგ ეს ვებ გვერდი იქნება საინვესტიციო ხიდი ინვესტორიებს, ადგილობრივ ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის. ამ ვებ გვერდზე განთავსდება რეგიონის შესახებ სრული ეკონომიკური ინფორმაცია და დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ მხარის ეკონომიკურ პოტენციალს, მაკროეკონომიკურ მდგომარეობას და საინვესტიციო პორტფელებს.

ვებ გვერდზე აიტვირთება კერძო ბიზნეს პროექტები, საინვესტიციო შეთავაზებები და მცირე ბიზნეს პროექტები. ბიზნეს პროექტების ავტორებს ექნებათ შესაძლებლობა განათავსონ საკუთარი საინვესტიციო პროექტები და საინვესტიციო წინადადებები, რომელზეც წვდომა ექნებათ, როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ საინვესტიციო-საფინანსო ჯგუფებს”-აცხადებს smo.ge-სთან საუბრისას დავით კოდუა.

სხვა ახალი ამბები: