ზუგდიდში “საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსი” განიხილეს

0

11286449_453417564819910_1219678791_oსაკრებულოს წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ,,საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსი“ განიხილეს. განხილვა დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისში NDI-ს ინიციატივით გაიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენლის ირინა რეხვიაშვილის განცხადებით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო პირველი არჩევითი წარმომადგენლობითი ორგანოა საქართველოში, რომელსაც საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსი ექნება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დემოკრატიული პროცესების განვითარებას.

11260546_453417558153244_1185168916_o11286601_453417584819908_947389187_o11293278_453417568153243_232839751_oეთიკის კოდექსის შექმნის ინიციატივა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს იურიდიულ და სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის კომისიას ეკუთვნის. დღევანდელ შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია და საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა NDI-ის, SIDA-სა და USAID-ის ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.