ზუგდიდში “სამაიას ბაღში” მამა ილიას (კარტოზია) სახელობის ჯვარი აღიმართება

0

jvari3ზუგდიდში ე.წ “სამაიას ბაღში” მამა ილიას (კარტოზია) სახელობის ჯვარი აღიმართება. ეს ის ტერიტორიაა სადაც მამა ილიამ ბავშვობა და ყმაწვილკაცობა გაატარა. სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით ვგებულობთ, რომ მამა ილიას სახელობის ჯვარის აღმართვას თავიდან მხოლოდ ვიწრო წრე და მეგობრები აპირებდნენ, რომლებიც აღნიშნული მონუმენტისთვის საჭირო თანხებსაც თავად გაიღებდნენ, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნით გადაწყდა, რომ თანხებს მონუმენტის დასადგმელად სხვებიც გაიღებენ.

“ზუგდიდში, სამაიას ბაღში (სადაც მამა ილია კარტოზია გაიზარდა) მისი მეგობრები ვგეგმავთ, ჯვრის აღმართვას მის სახელზე, თავიდან გადაწყვეტილი გვქონდა მხოლოდ უახლოეს სამეგობროს მიგვეღო მონაწილეობა, მაგრამ ვფიქრობთ ეს ეგოისტური დამოიკებულება იქნება, რადგან ბევრი ადამიანია ვისაც უყვარდა მამაო და ალბათ სურვილი ექნებათ წვლილი შეიტანოს ამ საქმეში. რადგან საფლავის გაკეთება საპატრიარქომ აიღო თავის თავზე, ჩვენ მის სახელზე გავაკეთებთ ჯვარს, მის საყვარელ ადგილზე. მე მხოლოდ ინფორმაციას გაწვდით რა იგეგმება, ხოლო ვისაც სურვილი გექნებათ თავად დაგვიკავშირდით.

p.s ზუგდიდში ამ საკითხს კურირებს გიორგი ბელქანია და შეგიძლიათ მას დაუკავშირდეთ ნომერზე – 599014700, თბილისში თამარ ვეკუა – 599963414
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებია:
საქართველოს ბანკი
მიმღები-თამარ ვეკუა
ან.ნ GE30BG0000000796146200
გთხოვთ აუცილებლად დანიშნულებაში მიუთითეთ სახელი და გვარი.
პ.ნ 35001045625 (სწრაფი გადახდის აპარატებიდან თუ რიცხავთ)”-აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.