ზუგდიდში სამამულო ომის გმირებს პატივი მიაგეს

0

397926_308103165989544_1217841846_nრეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ გრიგოლ სახულუხიას ძეგლი გვირგვინით შეამკო
ფაშიზმზე გამარჯვების 68 წლისთავზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ ზუგდიდელი გმირის გრიგოლ სხულუხიას ძეგლი გვირგვინით შეამკო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ და გამგეობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის გმირს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ედიშერ თოლორაიას განცხადებით, მუნიციპალიტეტის გამგეობა მუდმივად მიაქცევს ყურადღებას ყველა ომის მონაწილეს, გაუწევს მათ თანადგომას და მზრუნველობას. არ დაივიწყებს მათ მამაცობასა და თავდადებას სამშობლოსათვის და თაობიდან- თაობას გადაეცემა მათი საგმირო საქმეები, რათა კაცობრიობის ისტორიაში არ განმეორდეს 1942წლის 7 ივლისი, 1991 წლის 14 აგვისტო და 2008 წლის 8 აგვისტო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ და გამგეობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შამკეს მეორე მსოფლიო ომის მინაწილეების საფლავები. ომის ვეტერანებს 200 ლარიანი ფულადი ჯილდოები გადაეცა.

ფაშიზმზე გამარჯვების 68 წლისთავს გრიგოლ სხულუხიას სკვერში ომის ვეტერანების მონაწილეობით კონცერტი მიეძღვნა.

სხვა ახალი ამბები: