ზუგდიდში საპარლამენტო უმცირესობის წევრთა შეხვედრა გასაიდუმლოებულია

0

nacebiდღეს, დაახლოებით  დღის 14.00 საათზე ზუგდიდში პარტიულ შეხვედრას გამართავენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, რომელსაც ამავე უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობს. შეხვედრის ადგილი გასაიდუმლოებულია, თუმცა საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სარწმუნო წყარომ აცნობა, რომ უმცირესობის წევრები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისში შეიკრიბებიან, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მდებარეობს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ზუგდიდში ვიზიტის შესახებ არც ადგილობრივი მედიასაშუალებები გაუფრთხილებიათ. დაზუსტებით არაფერი იციან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისშიც.

“ჩვენ მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ჩამოდიან საპარლამენტო უმცირესობის წევრები ზუგდიდში და ჩაატარებენ პარტიულ შეხვედრას. მგონი ეს შეხვედრა იქნება დახურული და გამომდინარე აქიდან შეხვედრის დეტალები რათქმაუნდა არ ხმაურდება. პირადად მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩამოდის ბაქრაძე, დანარჩენ დეპუტატებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან არავინ არაფერს ამბობს. შეხვედრის ჩატარების დროც სავარაუდოა, ანუ 14.00 საათი. ესეც ჯერ დაზუსტებული არ არის, რადგან ჯერ თქვეს პირველ საათზეო და მერე ორზეო. ამის გარდა სხვა ინფორმაცია მე არ გამაჩნია”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

სხვა ახალი ამბები: