ზუგდიდში სასოფლო-სამეურნეო რესურს-ცენტრის აგროსახლი გაიხსნა

0

mzaaa-636x395ზუგდიდში დღეს სასოფლო-სამეურნეო რესურს-ცენტრის აგროსახლი გაიხსნა. ადგილობრივ ფერმერებს სხვადასხვა მომსახურებას შესთავაზებენ.

ნიადაგის, ფოთლის და წყლის ლაბორატორიული ანალიზები, ვეტერინარიული კლინიკა – აგროსახლი USAID-ს მისიის მხარდამჭერით შეიქმნა.
სამეგრელოში ჩამოყალიბდა 23 სასათბურე საადმინისტრაციო ნაკვეთი, სადაც ადგილობრივ ფერმერებს თანამედროვე მეთოდით მოჰყავთ ბოსტნეული და კენკროვანი მცენარეები.

USAID/NEO-ს ინფორმაციით, გასული სამი წლის განმავლობაში ამ რეგიონში USAID/NEO-ს დახმარებით ჩამოყალიბდა 23 სასათბურე სადემონსტრაციო ნაკვეთი, რომლებშიც წარმოების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მოჰყავთ: სალათი, კიტრი, მარწყვი, პამიდორი და ყვავილები. ასევე მოეწყო ღია გრუნტში წარმოების ხუთი სადემონსტრაციო ნაკვეთი; კენკროვნების სანერგე მეურნეობა მარწყვის, მაყვლის და ჟოლოს მოსაყვანად, – მოეწყო საქონლის ფურაჟის საწარმოც.

NEO-ს დახმარებით მოეწყო სამი მეტეოროლოგიური სადგური ირიგაციის ხელშეწყობისთვის მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. NEO-მ ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების 25 თემში ჩაატარა მუშაობა ეკონომიკური განვითარების გეგმების შესაქმნელად და მცირემასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. აღნიშნული პროექტები მოიცავს წყალდიდობისგან დამცავ მდინარის ნაპირსამაგრი გაბიონების, საბავშვო ბაღების, სადრენაჟო არხების, შიდასასოფლო გზების და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას, რომლებითაც სარგებლობს ამ ორი მუნიციპალიტეტის 2 018 ოჯახი. NEO-მ ასევე დახმარება გაუწია 600-მდე დაუცველ პირს დასაქმებაში ან თვითდასაქმებაში.

სხვა ახალი ამბები: