ზუგდიდში სასტუმრო “ოდიშის” ამორტიზებულ შენობაზე აივნის ფრაგმენტი ჩამოიშალა

0

11130116_919167334771468_2910174469676172078_nზუგდიდის მერიის ზედამხედველლობის სამსახურის წარმომადგენლებმა ყოფილი სასტუმრო “ოდიშის” ამორტიზებულ შენობაზე აივნის ფრაგმენტის ჩამოშლის ფაქტი დააფიქსირეს. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, აგრეთვე დასუფთვებისა და კეთილმოწყობის სამსახურების წარმომადგენლები, რის შედეგადაც , სპეცტექნიკის გამოყენებით მოხდა ავარიული აივნის დემონტაჟი. შემთხვევის ადგილზე აივნის ჩამოშლისას არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში ყოფილი სასტუმრო “ოდიშის” შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოთხოვნით, მერიას შენობა დამატებითი ქონების სახით, მიმდინარე წლის ორ მარტს საკუთრებაში გადაეცა. უმოკლეს დროში იგეგმება შენობის მეორე, მესამე სართულების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანა და აუქციონის წესით პრივატიზება.