ზუგდიდში საფოსტო ამანათიდან ოქროს ჯვარი ყელსაბამით და ბავშვის წყვილი ფეხსაცმელი დაიკარგა

0

fostaსაქართველოს ფოსტის ზუგდიდის ფილიალიდან საბერძნეთიდან გამოგზავნილი ამანათიდან ოქროს ჯვარი და ბავშვის ფეხსაცმელი გაქრა. აღნიშნული ნივთები სავარაუდოდ ქუთაისსა და ზუგდიდს შორის არის დაკარგული.  დაკარგული ნივთები ზუგდიდის ვლაქერნის ღვთიმშობლის ტაძირის მღვდელმსახურს მამა დიმიტრი ვეკუას ეკუთვნის. მას 17 გრამიანი ოქროს ჯვარი და ყელსაბამი საბერძნეთის ქალაქ ათენიდან ერთ-ერთმა ნათლიამ გამოუგზავნა.

დიმიტრი ვეკუას განმარტებით, მან შეამჩნია, რომ საფოსტო ამანათი საეჭვოდ იყო სკოჩით გადაკრული, რის შემდეგაც ზუგდიდის ფოსტის თანამშრომლებს მოსთხოვა, გზავნილი მათი თანდასწრებით გაეხსნათ. ამანათის გახსნისას 17 გრამი ოქროს ჯვარი ყელსაბამით და ბავშვის ფეხსაცმელები იქ აღარ იდო.

საქართველოს ფოსტის ზუგდიდის ფილიალში მომხდარ მორიგ ფაქტს ზუგდიდის პოლიციის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გიგა კორსანტიაც ადასტურებს.