ზუგდიდში საცხოვრებელი ბინების განაწილებისთვის დევნილთა რეგისტრაცია დაიწყო

1

10269181_549032478542895_5142088101665128086_oზუგდიდში , ფაიფურის ყოფილ ადამინისტრაციულ შენობაში იმ დევნილების განაცხადებების მიღება დაიწყო, რომლებიც თბილისის ქუჩაზე მშენებარე ობიექტში ფართით დაკმაყოფილების სურვილს გამოთქვამენ. საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება და 256 დევნილი ოჯახისთვისაა გათვლილი.

“დევნილის მოწმობის რეგისტრაციის დროს მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე ამჟამად მივიღეთ გადაწყვეტილება აპლიკაციის პროცესი ჩატარებულიყო არა სამმართველოს ოფისში, არამედ უფრო მისაღებ და კომფორტულ გარემოში. მართალია პირველი ორი დღე არ იყო ადვილი სამუშაოდ არც ჩემი თანამშრომლების და არც დევნილებისთვის, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მოგვარდება და როდესაც დევნილები დარწმუნდებიან საქმის მიმართ ჩვენს კომპეტენტურ მიდგომაში, ნახავენ და შეაფასებენ მუშაობის სტილს, რიგებიც ნაკლები იქნება და პროცესიც გამარტივდება”-აცხადებს აჭარა, სამეგრელო–ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსი ირაკლი ქოჩუა და იქვე დასძენს, რომ უკვე დაიწყო კერძო საკუთრებაში არსებული სახლების შესყიდვაზე განაცხადების მიღება. პროცესი ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.

იძულებით ადგილნაცვალი პირები სამმართველოში შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა გამოცხადდნენ  რათა რეგისტრაცია გაიარონ. დევნილების რიგები გამოწვეულია რამოდენიმე ფაქტორით. მათ შორის იმით, რომ ისინი ვერ მოასწრებენ აპლიკაციების შევსებას. ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთ იმავე დღეს სურთ საკუთარ სახლებში დაბრუნება.  

დევნილთა სამმართველოში აცხადებენ, რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დევნილი რაც უფრო ადრე შეავსებს სააპლიკაციო ფორმას მით უფრო არსებობს საცხოვრებელი ფართების მიღების დიდი ალბათობა. დევნილთა სამმართველოში ირწმუნებიან, რომ არანაირი კავშირი არ არსებობს , აპლიკაციის შევსების თარიღსა და საცხოვრებელი ფართების მიღებას შორის.

“ერთადერთი კრიტერიუმი საცხოვრებელი ფართების მიღებისას არის ის ქულები, რომელსაც მათ მიანიჭებს სამინისტრო” – აცხადებს ირაკლი ქოჩუა.

ორი დღის განმავლობაში ზუგდიდში აპლიკაცია უკვე შეავსო 150- მდე ოჯახმა უკვე შეავსო . საშუალოდ ერთი ოჯახიდან ინფორმაციის მიღებას ნახევარ საათამდე სჭირდება.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში ხემძღვანელის მოადგილე მედეა აბლოთია დადებიათად აფასებს დამატებით სამი ახალი სამუშაო ჯგუფის ჩამოსვლას თბილისიდან და მიაჩნია, რომ ეს გარკვეულწილად მნიშვნელოვნად გაადვილებს რეგისტრაციის პროცესს.

“ნებისმიერი ასეთი ფართომაშტაბიანი კამპანია დაკავშირებულია სირთულეებთან და არ არის მარტივი მისი მართვა, ამიტომ მიმაჩნია რომ დამატებითი ჯგუფების ჩართვა მუშაობაში პოზიტიურად იმოქმედებს სამუშაო პროცესზე, დევნილებზე და კომისიის წევრებზეც. რაც მთავარია გაიზრდება იმ ოჯახების მომსახურეობის ხარისხი და რაოდენობაც, რომლებსაც აქვთ სურვილი და პოტენცია მიიღონ საცხოვრებელი ახალი ფართი”-აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისსამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილე მედეა აბლოთია.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი ბოლო დღეების განმავლობაში რეგიონში მიმდინარე პროცესებს აკონტროლებდა . მამუკა ცოტნიაშვილმა მონაწილეობა მიიღო აპლიკაციების შევსების დაწყებაში, მოინახულა მშენებლობები და შეხვდა დევნილებს.

სხვა ახალი ამბები: