ზუგდიდში საცხოვრებელი სახლის ეზოში მგელი შეიჭრა

0

11077925_862027730525268_8901431321323861978_nზუგდიდში, ლომთათიძის ქუჩაზე, ფაჩუაშვილების საცხოვრებლი სახლის ეზოში მგელი შევიდა. მოსახლეობამ თავდაპირველად გარეული ცხოველი საბავშვო ბაღის ეზოში შეამჩნია და ამის შესახებ საგანგებო სამსახურს დაუყონებლივ შეატყობინა.

საგანგებო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი იძულებულნი გახდნენ მგელი მოეკლათ, რადგან, მათივე განმარტებით, მტაცებელს ცოფის ნიშნები ეტყობოდა.

ლომთათიძის ქუჩის მოსახლეობა ადგილზე სადეზინფექციო ღონისძიებების ჩატარება მოითხოვა, რაც შესაბამისმა სამსახურებმა უკვე შეასრულეს.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც ქალაქ ზუგდიდის მერიის პრეს სამსახურმა მოგვაწოდა.