ზუგდიდში სიგარეტი 30 თეთრით გაძვირდა

0

winstonსიგარეტი ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარსა და სავაჭრო ჯიხურებში 30 თეთრით გაძვირდა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სუპერმარკეტები, ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი და სავაჭრო ჯიხურები შემოიარა. დილის ცხრიდან თორმეტ საათამდე ყველა სავაჭრო ობიექტზე დეფიციტური იყო სიგარეტი winston-ი. დაახლოებით თორმეტი საათისთვის კი სავაჭრო დახლებზე კვლავ გამოჩნდა ყველაზე მოთხოვნადი სიგარეტი, მაგრამ ახალი ფასით. დღეს winston-მა 30 თეთრით მოიმატა. მიუხედავად ამისა სუპერმარკეტები და ბაზრის მოვაჭრეები  აღნიშნული სიგარეტის გაყიდვას არ უჩიოდნენ.

”დილით სიგარეტი არ გამოგვიტანია, რადგან ველოდებოდით იმას თუ რა ფასად გაგვეყიდა სიგარეტი. მოგვიანებით სხვასთან ერთად დახლზე მეც დავდე winstoni და როგორტც სხვა ისე მეც ვყიდი 2 ლარად და 30 თეთრად.”-აცახადებს ერთ-ერთი სუპერმარკეტის გამყიდველი რიტა გერგაია.

მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტის ფასმა მხოლოდ 15-20 თეთრით მოიმატა ზუგდიდის ყველა სავაჭრო ობიექტზე სიგარეტის ფასი 30 თეთრით გაიზარდა. გაყიდვა თავისუფალია, თუმცა მომხმარებლები სიგარეტის ფასის ზრდაზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

”დღეს ღირს სიგარეტი 2 ლარი და 30 თეთრი. მე წლებია winston-ს ვეწევი და სწორედ ამ სიგარეტზე მაქვს საუბარი. ზუგდიდის პირობებში ალბათ მალე კიდევ 20 თეთრით აიწევს ფასი. ხომ უნდა არსებობდეს ისეთი სამსახურები, რომლებიც დაარეგულირებენ ასეთ განუკითხაობას? გამოდის რომ, 5 ლარადაც რომ გაყიდოს, მათ ამას არავინ დაუშლის”-აცხადებს თემურ მეუნარგია.

 

 

 

სხვა ახალი ამბები: