ზუგდიდში სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

0

1557149_567844346682090_6428570307705535822_oზუგდიდის სამხატვრო გალერეაში სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება გაეროს განვითარების ფონდის „ტასოს“ მიერ იყო ორგანიზებული.

სოფლად მცხოვრებ ლიდერ ქალებს მიესალმა და დღესასწაული მიულოცა საქართველოს პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ. დღის მნიშვნელობაზე და ქალების საზოგადოებაში აქტიურ ჩართულობაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თამარ საბედაშვილმა და თამარ თავართქილაძემ ისაუბრეს. ქალბატონებს, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა ფონდი „ტასოს“ ხელმძღვანელმა ცისანა გოდერძიშვილმა, ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე რუსეცკიმ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მაია ღურწკაიამ. ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იყო ფილმი „სოციალური მობილიზაცია თემის საკეთილდღეოდ“.

ღონისძიებაზე საუკეთესო მცირე საგრანტო პროექტის განხორციელებისათვის დაჯილდოვდნენ ქალბატონები: ირუზა კაკავა, მაია ფიფია, ციცინო ბიბლაია, ნინო ყორშია.

ნომინაციაში საუკეთესო საჯარო მოხელე მუნიციპალიტეტში ქალთა საკითხების მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განყოფილების უფროსი გოგი რევია. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი „ოდოია“.

სხვა ახალი ამბები: