ზუგდიდში სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახების ანკეტირება დასრულდა

0

11336846_678670675599456_799912283807793906_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ ბენეფიციარების საცხოვრებელი პირობების ადგილზე გაცნობის პროცესი დაასრულა. საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის კომისია, რომელიც ოთხ ჯგუფად იყო დაყოფილი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ ერთეულიდან შემოსულ განცხადებებს ორი კვირის განმავლობაში ადგილზე ეცნობოდა. სამუშაო ჯგუფის მხრიდან მოხდა ბენეფიციარების მატერიალური და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა და ოჯახების ანკეტირება.

უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიის წევრის მაია ღურწკაიას განმარტებით, – „სამუშაო ჯგუფის მიერ შემოწმდა 200–მდე ოჯახი. კვალიფიკაციის მიხედვით მოხდა ამ ბენეფიციარების გადანაწილება. მოწოდებული ინფორამციიდან გამორიცხვის მეთოდით უარი ეთქვათ სიაში შეყვანილ იმ ბენეფიციარებს რომლებსაც საკუთრებაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი აღმოაჩნდათ, რომელიც საცხოვრებლად საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა“ – განაცხადა მაია ღურწკაიამ და აქვე დასძინა, რომ უახლოს დღეებში კომისია სრული შემადგენლობით შეიკრიბება და განიხილავს ანკეტებს, ასევე გაეცნობა ადგილზე გადაღებულ ფოტომასალას და ოჯახის საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების საკითხზე იმსჯელებს.

2015 წელს საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფილი იქნება ის 20 ბენეფიციარი, რომელთაც უკიდურესად მძიმე ყოფითი პირობები გააჩნიათ.