ზუგდიდში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

0

ax1რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია ზუგდიდს სტუმრობდა. მინისრტის მოადგილემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ედიშერ თოლორაიასთან ერთად სტიქიის შედეგად დატბორილი სოფლები მოინახულა და დაზარალაებულ ოჯახებს შეხვდა.

მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა მდინარე ჯუმის მიმდებარე ტერიტორია. ადიდებულმა მდინარე ჯუმმა მნიშვენლოვანი ზარალია მიაყენა სოფელ დიდინეძის მოსახლეობას.წყლის დონე სოფლის მაცხოვრებლების საცხოვრებელ სახლებში 1მ.-სა და 50სმ-ს აღწევდა.

მინისტრის მოადგილე დიდინეძის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პირადად ადგილზე გაეცნო სტიქიისგან შექმნილ ვითარებას. როგორც შოთა მურღულიამ ადგილობრივებთან საუბარში განაცხადა უახლოეს დღეებში თბილისიდან ჩამოვლენ ნაპირსამაგრი სამუშაოების მწარმოებელი ჯგუფი და დაიწყება მდინარე ჯუმის ნაპირსამაგრის პროექტის შედგენა.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ედიშერ თოლორაიას განცხადებით კი მიმდინარეობს სოფლებში ზარალის დამთველელი კომისიის მუშაობა და თითოეული ოჯახი მიღებს ზარალის შესაბამის ანაზღაურებას, რომელიც სტიქიის შედეგად მიადგათ.

სხვა ახალი ამბები: