ზუგდიდში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს გამგეობა დაეხმარა

0

2ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დღეიდან დაიწყო იმ დაზარალებული ოჯახებისთვის ზარალის ანაზღაურება, რომელიც წუხელ ძლიერმა ქარმა დააზარალა. ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში ჭეჟიების ოჯახში გადახდილი სახურავის ახლით შეცვლას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაიაც ესწრებოდა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან საუბარში ჭეჟიებმა განაცხადეს, რომ:

“ნამდვილად არ ველოდებოდით ამ მოკლე დროში გამგებლის მიერ მოცემული შეპირების შესრულებას. მადლიერების გამოსახატავად სიტყვები არ გვყოფნის. მართლა ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გამგებელს ასეთი მონდომებისთვის და ხალხზე ზრუნვისთვის. მადლობა უფალს იმისთვის, რომ ზუგდიდს ეღირსა გამგებელი, რომელიც ხალხს უსმენს და მათ პრობლემებს იზიარებს.”-აცხადებს ნინო ჭეჟია.

დაზარალებულთა სახლების გადახურვა სოფელ ცაიშსა და ჭითაწყარში ორ დღეში დასრულდება.

1 [1280x768]

2 [1280x768]

სხვა ახალი ამბები: