ზუგდიდში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი დახმარება გადაეცათ

0

gamgeobaწითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. 250 ოჯახს წითელი ჯვრისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ და მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ მოსახლეობას ჰიგიენური საშუალებები, საყოფაცხოვრებო ნივთები, საკვები პროდუქტები, საბნები და ლეიბები დაურიგეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ედიშერ თოლორაიას განცხადებით იმ ოჯახებს, რომლებსაც წყალდიდობამ საცხოვრებელი სახლები დაუზიანა ზარალიც უმოკლეს ხანებში აუნაზღაურდებათ.

”ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში ზუგდიდში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწიოთ და მათ ზარალი სრულად აუნაზღაურდეთ. საამისოდ მუნიციპალური სამსახურები აბსოლიტურად ყველა მიმართულებით მუშაობენ”-აცხადებს ედიშერ თოლორაია საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში.

სხვა ახალი ამბები: