ზუგდიდში სტუდენტები მოტყუებით “ნაციონალების” საარჩევნო შეხვედრაზე წაიყვანეს

0

eliko-2ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო შეხვედრაზე პროფესორ-მასწავლებლებმა მოტყუებით გაიყვანეს. ასეთი სახის ინფორმაცია საინდორმაციო სააგენტო smo.ge-ს ცხელ ხაზზე უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა მიაწოდა. სატელეფონო საუბრისას ისინი იმ პროფესორ-მასწავლებლებს ასახელებენ, რომლებმაც სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი სწორედ აღნიშნული წინასაარჩევნო შეხვედრის გამო ჩაშალეს.

დღეს სასწავლო პროცესი უნივერსიტეტში ჩაიშალა. ადმინისტრაციის მოთხოვნით სტუდენტები ამ შეხვედრაზე ლექტორებმა გაგზავნეს ისე, რომ არც უთქვიათ თუ რა შეხვედრაზე მოდიოდნენ. ამ ყველაფერს უნივერსიტეტის ინგლისური ენის სპეციალისტი მაია ნარსია ხელმძღვანელობდა, რომელმაც პირდაპირ დაავალა სტუდენტებს შეხვედრაზე წასვლა. უნივერსიტეტის კარებთან დააყენეს მიკროავტობუსები და სტუდენტები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩაყარეს ამ მიკროავტობუსებში. ეს მაია ნარსია სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთ წევრს, ვინმე ჭაბუკა ჯიქიას ლობირებს, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე ერთ-ერთ მაჟორიტარად იყრის კენჭს “ნაციონალების” კვოტით”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის მოტყუებული სტუდენტები ამ ფაქტს აპროტესტებენ და თვლიან, რომ პროფესორ-მასწავლებლებისა და თავად “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, ეს წინასაარჩევნოდ ყველაზე დიდი დარღვევაა.

პარადოქსია, რომ ნაცები ზუგდიდში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სასწავლებელს და მის ადმინისტრაციას საკუთარი პიარისთვის იყენებენ, თან სტუდენტები შეცდომაში შეყავთ. ყველაზე ვერ გეტყვით, მაგრამ ზუგდიდში “სვანურ კოშკთან” მოტყუებით მიყვანილი სტუდენტების ნახევარზე მეტმა არ იცოდა თუ რა შეხვედრაზე მიყავდათ. როგორც კი ადგილზე მიგვიყვანეს იქ გვითხრეს, რომ ეს იყო ჭაბუკა ჯიქიას მხარდასაჭერი წინასაარჩევნო შეხვედრა და თან დაურთეს, აქ ძალიან მაგარი ამბები “გაიჩითება” და ბოლოს ალლა ფურშეტიც იქნებაო. მოკლედ გაგვაბითურეს და დაგვამსგავსეს ბაღის ბავშვებს. ეს არის სამარცხვინო, რომ ისევ თავიანთი მეთოდებით ცდილობენ ნაცები ხალხს თვალში შეაფურთხონ და ისევ ატყუონ”-აცხადებენ smo.ge-სთან საუბარში უნივერსიტეტის სტუდენტები.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის დირექტორს თეონა ხუფენიას დაუკავშირდა, რომელმაც უნივერსიტეტში მომხდარი ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ დღეს არცერთი ლექცია არც გაცდენილა და მითუმეტეს, არც სასწავლო პროცესი ჩაშლილა.

“მე ამ ინფორმაციას ვერ დაფგიდასტურებთ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ დღეს უნივერსიტეტში ლექციები არ გაცდენილა. სასწავლო პროცესის ჩაშლაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მანახეთ მე ის სტუდენტები, რომლებიც ამას ამბობენ. ეს არის აბსურდი. თუ რომელიმე სტუდენტი ლექციების შემდეგ რომელიმე შეხვედრას თავისი ნებით დაესწრება, ამას ჩვენ ნამდვილად ვერავის ვერ ავუკრძალავთ”-აცხადებს თეონა ხუფენია.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ცნობით თეონა ხუფენია დღეს ზუგდიდში არ იმყოფებოდა. სწორედ ამით ისარგებლეს და სტუდენტები შეუთანხმებლად, სწორედ იმ დროს როდესაც უნივერსიტეტშუი სასწავლო პროცესი უნდა ყოფილიყო, წინასაარჩევნო შეხვედრაზე აღმოჩნდნენ. თეონა ხუფენიამ smo.ge-სთანაც აღიარა, რომ ის დღეს მართლაც არ იმყოფება ზუგდიდში და სამუშაო ვიზიტით თბილისშია.

“დიახ, მე დღეს არ ვარ ზუგდიდში, რადგან ხვალ უნივერსიტეტში განათლების მინისტრს, ქალბატონ თამარ სანიკიძეს ველოდებით. სწორედ ამ საკითხების გამო მომიწია თბილისში წასვლა. მმე ამ ყველაფერს გავარკვევ”-აცხადებს თეონა ხუფენია.

 

სხვა ახალი ამბები: