ზუგდიდში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა (VIDEO)

0

turistuliiiiზუგდიდში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – გიორგი სიგუა ესწრებოდნენ. გიორგი სიგუას განცხადებით, სამეგრელოს რეგიონში ხუთი საინფორმაციო ტურისტული ცენტრი გაიხსნება,რომელშიც  ორ-ორი ადამიანი დასაქმდება.

გიორგი სიგუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,რომ  სამეგრელო მდიდარია ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილებით , მისივე განმარტებით ტურისტული საინფორმაციო ცენტრები იქნება ის საკვანძო ადგილები , რომელებიც მათ გზის გაკვალვასა  და ტურისტული მარშრუტების გადანაწილებაში  დაეხმარება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით ქალაქში სპეციალური მანიშნებლები დაიდგმება, რაც მათ საინფორმაციო ცენტრის პოვნას გაუადვილებს.

ცნობისთვის: ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები  გუშინ მარტვილსა და ჩხოროწყუში გაიხსნა.

სხვა ახალი ამბები: