ზუგდიდში ტურისტული სეზონისთვის მზადება იწყება

0

11423397_890680750969551_406736342_oზუგდიდში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამართალდამცველები, ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა იმ კონკრეტულ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომელთა გატარების შემდეგაც ტურისტებისათვის ქალაქის ღირშესანიშნაობათა მონახულება გაცილებით მარტივი და ხელმისაწვდომი იქნება.

11415588_470318359811092_3166534914329861276_o11113978_470318213144440_375466899012865084_o11422986_890682207636072_39268298_oქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსის ბესიკ არახამიას განცხადებით ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილას დაიდგმება ბანერები ტურისტებისთვის, ასევე ქალაქის მასშტაბით მოხდება ქალაქის რუქის მონტაჟი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტების თავისუფალ გადაადგილებას და ინფორმირებულობას.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით უწყებათაშორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და აუცილებელია საზოგადოების ყველა სეგმენტმა მიიღოს მონაწილეობა ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებაში.

სხვა ახალი ამბები: