ზუგდიდში უნარშეზღუდულთა დღე აღნიშნეს

0

1010439_326007430865784_103973305_n14 ივნისს მსოფლიოს მასშტაბით უნარშეზღუდულთა დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქალაქის ცენტრალურ ხეივანში, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა უნარშეზღუდულმა ადამიანებმაც მიიღეს. გამოვლინდნენ გამარჯვებულები მკლავჭიდში, შაშში, ჭადრაკსა და ნარდში. შეჯიბრებებში გამარჯვებულ მოხალისეებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის სამსახურმა სპეციალური თასები და მედლები გადასცა.
თავისუფლების მოედანზე უნარშეზღუდულ მოქალაქეებთან ერთად გაიმართა მსვლელობა ,,შეზღუდული შესაძლებლობის ადვოკატირების“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც USAID ახორციელებს.

უნარშეზღუდულთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა, სადაც მონაწილეომა მიიღეს ანსამბლ ,,რიბი–რაბოსა“ და ,,გინცის“ აღსაზრდელებმა, ასევე ხალხურმა საერთაშორისო ორკესტრმა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოწვეულმა უნარშეზღუდულმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოება საკუთარი ლექსები წაუკითხეს

სხვა ახალი ამბები: